იმერეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს - შ.გ.-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა",
- წერია უწყების განცხადებაში.

გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები