10 ქალაქი, სადაც ჯანდაცვა ყველაზე ხარისხიანი/უხარისხოა - რომელ ადგილზეა თბილისი?
Numbeo-მ 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ჯანმრთელობის დაცვის ინდექსი განაახლა. ჯანმრთელობის დაცვის ინდექსი აფასებს ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხს, მათ შორის ისეთი ფაქტორების ჩათვლით, როგორიცაა აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები.

2024 წლის მონაცემების მიხედვით, რეიტინგში თბილისი 217 ქალაქს შორის 193-ე ადგილს იკავებს. მაჩვენებელი ემყარება სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით რამდენიმე კომპონენტს.

კერძოდ, თბილისში სამედიცინო პერსონალის უნარები და კომპეტენცია შეფასდა როგორც ზომიერი, იგივე შეფასება აქვს სამედიცინო დოკუმენტების შევსების სიზუსტისა და სისრულის, სამედიცინო დაწესებულებების რეაგირებისა და ზოგადი კმაყოფილების კუთხით.

თბილისს ჯანმრთელობის დაცვის ინდექსში მაღალი შეფასება აქვს შემდეგ კომპონენტებში: სამედიცინო დაწესებულებების ხელსაყრელი მდებარეობა, პერსონალის კეთილგანწყობა და თავაზიანობა, აპარატურა თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

მიმდინარე მონაცემებით, ჯანდაცვის ინდექსი ყველაზე მაღალია მსოფლიოს შემდეგ 10 ქალაქში:
  • ტაიბეი - (ტაივანი);
  • ჩიანგ მაი - (ტაილანდი);
  • სეული - (სამხრეთ კორეა);
  • როტერდამი - (ნიდერლანდები);
  • ჰააგა - (ნიდერლანდები);
  • ვალენსია - (ესპანეთი);
  • მადრიდი - (ესპანეთი);
  • გვადალახარა - (მექსიკა);
  • ჰელსინკი - (ფინეთი);
  • პორტო - (პორტუგალია).
  • მიმდინარე ჯანდაცვის ინდექსით ყველაზე დაბალი შედეგის მქონე 10 ქალაქი კი ასე გამოიყურება:
  • ალმათი - (ყაზახეთი);
  • პოზნანი - (პოლონეთი);
  • ტირანა - (ალბანეთი);
  • ხარკოვი - (უკრაინა);
  • ბაქო - (აზერბაიჯანი);
  • ლაგოსი - (ნიგერია);
  • კაირო - (ეგვიპტე);
  • რიო დე ჟანეირო - (ბრაზილია);
  • კასაბლანკა - (მაროკო);
  • დაკა - (ბანგლადეში);
  • კარაკასი - (ვენესუელა).
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები