ოკუპირებული აფხაზეთიდან ომში დაღუპულთა 12 ნეშტი გადმოასვენეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირი თბილისში გადმოასვენეს.
გადმოსვენებულთა შორის, ათი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირია. მათი პანაშვიდი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გრძელდება. გადმოსვენებულებს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. 

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები