სამხრეთ კავკასიაში ფონდი „თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელის, იგორ
კუროპტევის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ
შემოუშვეს.
მისი თქმით, იგორ მიგლანს გუშინ თბილისის აეროპორტში
„ახსნა-განმარტების გარეშე” შემოსვლაზე უარი უთხრეს.
კუროპტევი წერს, რომ რუსი აქტივისტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ
უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა საემიგრაციო პროექტზე
მუშაობდა, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტ უკრაინელს სამედიცინო დახმარება
გაუწიეს.
„ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ინტერესებს? არ ვარ
დარწმუნებული”, – წერს ის.
კუროპტევი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და
უწყებას მოუწოდებს, იგორ მიგლანს ქვეყანაში შესვლის უფლება
მისცეს.