სიახლე
მარნეულელ ფერმერებს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსის მიღება შეეძლებათ
მარნეულელ ფერმერებს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსის მიღება მარნეულში დღეიდან შეეძლებათ. DCFTA-ს საინფორმაციო-რესურს მაგიდა ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე გაიხსნა რის შესახებაც „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე გვესაუბრა.
„ეს იქნება უფასო სერვისი პირველადი მწარმოებლებისათვის, პირველ რიგში რძისა და ყველის მწარმოებლებისათვის, მათშორის ოჯახის დონეზე, და ადრეული ბოსტნეულის მცირე მწარმოებლებისათვის.“ -ოლგა ენდელაძე
ოლგა ენდელაძე ასევე განმარტავს, რომ საინფორმაციო-რესურს მაგიდის ფარგლებში ორგანიზაცია სოფლებში უშუალო გასვლებთან ერთად ყოველ ხუთშაბათ ღია კარის დღეებს ჩაატარებს, სადაც მარენულელ ფერმერებს იმ საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც სოფლის მეურნეობას და სურსათის უვნებლობის პროცესებს შეეხება.
„მზად ვართ მივაწოდოთ კონსულტაცია თუ რა სტანდარტები, მოთხოვნები და ბარიერები არსებობს ევროპული ბაზრების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მაგრამ პირველადი მიზანი ადგილობრივი მდგრადი ბაზრობის ხელმისაწვდომობა იქნება.“ - ოლგა ენდელაძე
„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების პროცესში ენობრივი ბარიერის საკითხი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ საერთაშორისო ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს 7 რეგიონში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო-რესურს მაგიდები 23 ორგანიზაციაში გაიხსნება. როგორც პროექტის მენეჯერი ნანა ფერაძე ამბობს, 23-ვე ორგანიზაცია ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„შევარჩიეთ ადგილობრივი ორგანიზაციები, გადავამზადეთ ისინი, ვასწავლეთ გარკვეული ინფორმაცია და მივეცით საშვალება რომ ადგილობრივ დონეზე გარკვეული ინვენტარი შეეძინათ რათა მათ პროექტის დამთავრების შემდეგაც გააგრძელონ მუშაობა.“ - ნანა ფერაძე
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ 2019 წელს დასრულდება, მაგრამ ორგაიზაციები ადგილობრივ ფერმერებთან მაინც გააგრძელებენ მუშაობას.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ
სოფელ სადახლოში, ხულდარასა და მოლაოღლიში შიდა გზების მოხრეშვისათვის
34 989 ლარის
17:30 / 16.10.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ სადახლოში, ხულდარასა და მოლაოღლიში შიდა გზების მოხრეშვისათვის 34 989 ლარის

მარნეულის მერიამ სოფელ ხოჯორნში
კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობის
სამუშაოების შესრულებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული
კომპანია გამოავლინა.
17:23 / 16.10.2018
მარნეულის მერიამ სოფელ ხოჯორნში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოების შესრულებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

საქართველოს ყველა მარკეტში, სადაც თამბაქო იყიდება, სიგარეტის ფასები
10 და 20 თეთრით გაიზარდა.
17:18 / 16.10.2018
საქართველოს ყველა მარკეტში, სადაც თამბაქო იყიდება, სიგარეტის ფასები 10 და 20 თეთრით გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ,
17:16 / 16.10.2018
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ,
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით