ეკონომიკა
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელ. ენერგიის მოცულობა 61.4%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა დამიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით, 63 715 000 კვტ/სთ. შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს.

“ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მეგავატი შეადგინა, 2016 წელს კი 99 მეგავატი. სულ, მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 125 021 000 კვტ/სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, აღნიშნული მატება განპირობებულია თურქეთის რესპუბლიკაში გაცემული ენერგიის რაოდენობის ზრდით, რამაც მიმდინარე წელს 50 261 000 კვტ/სთ. შეადგინა.

ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 000 კვტ/სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას.

ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით,
საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 23%-ით გაიზარდა. ეს
ნიშნავს, რომ აეროპორტებით, ჯამში, 4 354 423 მგზავრმა
ისარგებლა
12:57 / 08.11.2018
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 23%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ აეროპორტებით, ჯამში, 4 354 423 მგზავრმა ისარგებლა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი
დაადგინა
17:31 / 05.11.2018
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა
3 მაისს, დილიდან შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა
შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული
პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“
გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
17:35 / 30.04.2018
3 მაისს, დილიდან შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა
ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული
17:36 / 26.04.2018
თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის
საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.
15:25 / 19.04.2018
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, კახეთის,
14:33 / 17.04.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, კახეთის,
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი
უქმდება
16:09 / 16.04.2018
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის
იანვარ-მარტში საქართველოში
15:55 / 13.04.2018
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში