სიახლე
ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისას შესაძლოა კიროვკის მოსახლეობის განსახლება გახდეს საჭირო
რუსთავი-სადახლოს გზაზე ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგება. სატრანსპორტო გზა დააკავშირებს საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, გზა ასევე წარმოადგენს შემაერთებელ ჯაჭვს შავი ზღვის გავლით, ევროპასთან და კასპიის ზღვის გავლით, ცენტრალურ აზიასთან. რუსთავი-სადახლოს გზატკეცილის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორების შესაძლებლობა ექნებათ უფრო მარტივად და სწრაფად მოხვდნენ თბილისში.
ამ ეტაპისათვის მოსახლეობაში, რომლის საცხოვრებელ სახლებსა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ან მათ ახლობლად მაგისტრალმა უნდა გაიაროს სოციალური კვლევა მიმდინარეობს. კვლევის მიზანი მოსახლეობის განწყობის გაგებაა, მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული. როგორც მკვლევარებმა გვითხრეს, მოსახლეობა კვლევის პირველადი შედეგების შესაბამისად კმაყოფილია და თვლიან რომ რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის გამოყენება ფინანსური სარგებლის მიღებისათვის შეეძლებათ.
მაგისტრალი სოფელ კიროვკაზეც გაივლის. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რა დამოკიებულება აქვთ კიროვკის მოსახლეობას რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირები.

„რამდენჯერმე იყვნენ მოსულები, მაგრამ ჯერ ვერაფერი გავიგეთ. მე მაგალითად არ მაწყობს. ჩემი მიწის ნაკვეთის ნაწილი უნდა დავკარგო, როგორ იქნება ეს, რა ფასი იქნება მიწაზე, სახლის ფასი რა იქნება? ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი. გვითხრეს რომ მერე უფრო კონკრეტულად გვეტყვიან.“
„მოვიდნენ ნახეს, რაღაცეები ჩაიწერეს. მე არ ვარ თანახმა. სოფლის შუაგულში ტრასამ უნდა გაიაროს. სოფელს რა ეშველება? მართალია ფულს გადაიხდიან, მაგრამ 20-30 სახლია. სად უნდა გადავიდეთ, სად გადაგვასახლებენ?“
„ყველას მაქსიმუმ 1500 მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს. მერე ამის ნაწილებად დაყოფით რა დაგვრჩება. რატომ ვიქნებით კმაყოფილები, პურის ფულს გვართმევენ.“
„ჩვენ რითი ვიარსებოთ მერე, ყველაფერს ტრასას მოაყოლებენ. რითი ვიარსებოთ!?“
„მე მიწის ნაკვეთი დავყავი, ერთ ნაწილში სახლი ავაშენე, მეორე ნაწილს კი ვამუშავებ. ახლა რა უნდა გავაკეთო? როგორ ვიცხოვროღ, რას გვიზამენ?“

როგორც კიროვკის მოსახლეობამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მათ ჯერ-ჯერობით ბევრ კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ, რაც მოსახლეობაში უნდობლობას იწვევს.
რუსთავი-სადახლოს მაგისტრალმა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის შესაძლოა მართლაც მოიტანოს სარგებელი, რადგან იმ ტერიტორიაზე ბიზნესის განვითარება შედარებით იოლი იქნება, მაგრამ ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ მარნეული-სადახლოს გზაზე მდებარე ბიზნეს ობიექტებს არსებობისათვის ბრძოლა მოუწევთ, რადგან ისინი ძირითადად სწორედ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორებზეა გათვლილი.
რამდენიმე წელია რაც მარნეული-სადახლოს გზაზე სისტემატიურად დაიწყო სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტების, სასადილოებისა და სასტუმროების გახსნა, მაგრამ თუ რამდენად შეინარჩნებენ აღნიშნული ობიექტები ბაზარზე თავს ამას 2021 წლამდე ვერ გავიგებთ, რადგან რუსთავი-სადახლოს ავტომაგისტრალის მშენებლობა 2021 წელსათვის უნდა დამთავრდება.
რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15
თეთრით გაძვირდა
16:41 / 10.12.2018
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა
საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი
მემორიალი 8 თვეზე მეტია ხეზეა მიყუდებული.
16:38 / 10.12.2018
საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი 8 თვეზე მეტია ხეზეა მიყუდებული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდრის საჯარო
სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
16:24 / 10.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდრის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.

თბილისის იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური შინაარსის აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის
სახლში შესვლას უზღუდავენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას არ
აძლევენ.
14:23 / 10.12.2018
თბილისის იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური შინაარსის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლში შესვლას უზღუდავენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებთან
დაკავშირებით ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება.
13:52 / 10.12.2018
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება.
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15
თეთრით გაძვირდა.
12:26 / 10.12.2018
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა.
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი
გახდეს. ეს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება, რომელიც
პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.
12:23 / 10.12.2018
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ეს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება, რომელიც პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.