სიახლე
,,78 წლის გახლავართ!" - ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარმა ფეისბუქის გვერდი შექმნა
„თქვენი აზრით, რამდენი წლის ვარ?“, - შეხვედრისთანავე ღიმილით გვეკითხება. თეთრი პიჯაკი აცვია, მოკლედ შეჭრილი თმით და აკურატული მაკიაჟი აქვს. ვცდილობთ მყისიერად ვუპასუხოთ. როცა იგებს, რომ ოცი წლით ნაკლები ხნის გვგონია, ამაყად გვეუბნება, - „78-ის გახლავართ“.

კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად ხელში პლანშეტს იღებს. „სამასი მეგობარი მყავს უკვე, სამ წელიწადში“, სოციალურ ქსელში ორი გვერდი აქვს, ერთ ანგარიშს საკუთარი სახელით მართავს, მეორეს „ნუნუს ლექსები“ ჰქვია.

პირველი ლექსი სტალინის გარდაცვალების დღეს დაწერა. მაშინ, სკოლის მოსწავლე ნუნუ ბერიშვილმა, მძაფრი ემოციებისაგან გათავისუფლება მხოლოდ ამ გზით შესძლო. „ბელადი“ დღემდე უყვარს. დღემდე რითმავს ყველა გრძნობას, სევდას თუ სიხარულს. შეყვითებულფურცლებიანი რვეულები სავსეა ლექსებით, ბოლოში მიწერილი თარიღით. პირველი ლექსის ხელნაწერი არ შემორჩა. ბოლო კი უკვე „ვორდშია“ დაბეჭდილი. კომპიუტერში ძველი რვეულების ელექტრონული არქივიც შექმნა.

ნუნუ ბერიშვილი საკუთარ ლექსებს ინტერნეტში ეძებს და ღიმილით კითხულობს. დადებითი გამოხმაურება უსაზღვროდ ახარებს. ბედნიერეია, ინტერნეტის საშუალებით თავის შემოქმედებას ფართო აუდიტორიას რომ უზიარებს.

მოძველებული კომპიუტერი ოთახის კუთხეში დგას. რამდენიმე თვის წინ გაფუჭდა და შვილმა პლანშეტი ათხოვა. ნუნუ ამბობს, რომ კომპიუტერთან უფრო კომფორტულად მუშაობს, თუმცა ელექტრონული მოწყობილობის გარეშე თავი უკვე ვეღარ წარმოუდგენია.



მეზობლები ნუნუ ბერიშვილს ათწლეულებია იცნობენ, მაგრამ პოეტი რომ არის, გვერდზე კორპუსში მცხოვრებმა ეთერ ჩხარტიშვილმა, ფეისბუქის საშუალებით გაიგო.

ნუნუმ ცხოვრების დიდი ნაწილი ქობულეთში გაატარა. ძალიან უყვარს ზღვა. „იცით როგორ ვცურავდი? წერტილივით ვჩანდი სანაპიროდან, ისე შორს გავდიოდი“, იხსენებს ნუნუ. ზღვას ისევ ხშირად აკითხავს. სანაპიროზე სეირნობა ახარებს. ეს ადგილი მისთვის შთაგონების წყაროდ არაეეთხელ ქცეულა.



ნუნუ ზღვიდან თავის საყვარელ ადგილას მიდის. ორსართულიანი სახლის ეზოში შედის, მაგრამ იქ არავინ ხვდება.

იქვე, სკამზე ჯდება და ელის, როდის მოვლენ მისი მეგობრები. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ რვა წლის წინ იპოვა და მას შემდეგ იქაურობა მისთვის ყოველდღიურ თავშეყრის ადგილად იქცა. აქვე მიაგნო ვირტუალური ურთიერთობის შესაძლებლობას. ცენტრში კომპიუტერის მოხმარება ასწავლეს და 80 წელს მიახლოებულმა ქალბატონმა ახალი სამეგობრო და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიჩინა. სიახლეების ძიება და დროზე ფეხის აწყობა, პროფესიით პედაგოგისთვის, რთული არ იყო.

ნუნუ ბეროშვილმა 53 წელი საგანმანათლებლო სექტორს შეალია. რუსული ენის სპეციალისტი, ჯერ ბავშვებთან, მერე კი ქობულეთის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად მუშაობდა. დღეს ორ რამეზე ოცნებობს: ყველას ჰქონდეს ღირსეული სიბერე და გამოსცეს საკუთარი ლექსების კრებული. დახმარება ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. სპონსორების ძებნას არ წყვეტს, თუმცა ბედნიერია, რომ აუდიტორიამ უკვე გაიცნო. „ უფ, რა მშვენიერი ლექსია, გაიხარეთ, ქალბატონო ნუნუ“ ,- ასეთი კომენტარები სოციალურ ქსელში დღე მისთვის ტაშიც არის და აღიარებაც.



მასალა მომზადებულია qartli.ge-ს ჟურნალისტის თათია გოლოშვილისა და რადიო ,,მარნეულის" ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის მიერ ტრენინგის ,,ნარკვევის სტილში ამბების მომზადების" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება
IREX M-TAG -ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.
18:02 / 20.01.2019
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.

ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან
ვიზიტი
09:23 / 20.01.2019
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ
სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
22:53 / 19.01.2019
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
2005
წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18
იანვარს მიმართა
22:22 / 19.01.2019
2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18 იანვარს მიმართა
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი
არხის ჟურნალისტი იუწყება.
18:55 / 19.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი
შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
18:48 / 19.01.2019
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
18:35 / 19.01.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.