ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთში, ვალენსიაში გაჩენილ მასობრივ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – მედიების ცნობით, ხანძარი ორ გაერთიანებულ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა და პირველადი ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ესპანეთის სასწრაფო დახმარების სამსახური ამბობს, 20-მდე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კორპუსში 138 ბინა იყო და მინიმუმ, 450 ადამიანი ცხოვრობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 მეხანძრე და მოზარდი – მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

მაცხოვრებლების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან დაიწყო და დაახლოებით, 10 წუთში მთელს შენობაზე გავრცელდა.

წყარო: პუბლიკა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები