სამედიცინო ხალათები შესაძლოა საშიში ბაქტერიების
გავრცელების კერად და მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს.
ეს დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად
გააკეთეს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექიმების ხალათების 50% ბაქტერიებით
არის დაბინძურებული, რაც ადამიანებში რთულად განკურნებად დაავადებებს
იწვევს, როგორიცაა სეფსისი და პნევმონია, - წერს "imedinews"-ი
The New York Times-ზე დაყრდნობით.
მკვლევარები ამბობენ, რომ ანალოგიური საფრთხის შემცველია
სტეტოსკოპები, ტელეფონები და
პლანშეტები - წერს გამოცემა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბაქტერიები აღმოაჩინეს ქირურგების
ჰალსტუხებშიც. ასევე გაირკვა, რომ ექიმების ხალათებში ნაპოვნი
ბაქტერიების 45% მათი პაციენტების ბაქტერიების ანალოგიურია.
პრობლემიდან გამოსავალს მეცნიერები ანტიბაქტერიული ქსოვილების
გამოყენებაში ხედავენ, რომელიც ბაქტერიების რაოდენობის ზრდას ხელს
უშლის. აშშ-ის ეპიდემიოლოგიის საზოგადოებამ გასცა რეკომენდაცია, რომ
ექიმებმა არ უნდა ატარონ აქსესუარები იდაყვის ქვემოთ.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა მედპერსონალის ტანსაცმლის
რეგულარული რეცხვა, რადგან ბაქტერიები რამდენიმე საათში სახლდებიან.
კვლევის თანახმად აშშ-ში ექიმების 58% საკუთარ ხალათს თვეში ერთხელ
რეცხავენ.