საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნოვრუზ ბაირამის მისალოც
ტექსტს აქვეყნებს.
„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე
ჩვენს თანამოქალაქეებს!ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და
კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს
დღესასწაულს!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო
მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის,
ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო
მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის
მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“.
ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.