5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დამღლელი და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობაში და კამათი. დროა გადაწყვიტოთ, გსურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ წასულის ნაცვლად ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც თქვენთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას მოიტანენ.

კურო

ამ დღეს შესაძლოა, იმედგაცრუება და დაღლილობა იგრძნოთ. ეს ეხება როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებს. ამის მიუხედავად, ეცადეთ სამსახურში მეტი აქტიურობა და ინიციატივა გამოიჩინოთ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმეებს, რომლებმაც მომავალში შეიძლება ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ.

ტყუპები

ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. დაინტერესდით ოჯახის წევრების პრობლემებით, გაუზიარეთ საკუთარი რჩევები და გამოცდილება. საყვარელი ადამიანები იმსახურებენ, რომ მათზე მეტი იფიქროთ. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

კირჩხიბი

დროა პირად ცხოვრებაში თუ პროფესიულ საქმიანობაში წესრიგი დაამყაროთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა სამსახურებრივ საკითხებში გარკვევას გაგიადვილებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარებაა, ეს დღე მისგან გამოსვლის შანსს მოგცემთ.

ლომი

ეს დღე შესაფერისია მარტივი და სასიამოვნო სამუშაოსთვის, საინტერესო საუბრებისა და საყვარელი საქმეებისთვის. მოერიდეთ რთული საქმეების დაწყებას და მნიშვნელოვან შეხვედრებს. შესაძლოა, უმნიშვნელო წარუმატებლობამ განწყობა გაგიფუჭოთ. არ ინერვიულოთ წვრილმანებზე და ეცადეთ, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

ქალწული

მოემზადეთ უცნაური მოვლენებისთვის, რომლებიც ძალიან გაგაოცებთ. სავარაუდოდ, ყველა სიურპრიზი სასიამოვნო არ იქნება, თუმცა უსიამოვნებები მალე დაგავიწყდებათ. უარი თქვით სპორტულ ვარჯიშებზე და ფიზიკურ მუშაობაზე - არსებობს ტრავმის შანსი. შეიძლება გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები საქმეს გირთულებთ, თუმცა რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.

სასწორი

ნურაფერს დაგეგმავთ. ამ დღეს მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწვთ. გულახდილობისგან თავი შეიკავეთ. ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას - გამორიცხული არ არის, რომ 5 დეკემბერს ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს და ექიმთან ვიზიტი დაგჭირდეთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ უფროსს საკუთარი გეგმების შესახებ უამბოთ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებთ, რომლებიც პროექტს დაგიფინანსებენ. შეწყვიტეთ ერთდროულად ათი საქმის კეთება, ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აირჩიეთ და ეცადეთ დაასრულოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებმა და უსიამოვნებებმა ამ დღის გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გეგმების ნაცვლად, გარემოებების მიხედვით იმოქმედოთ. გირჩევთ დაეთანხმოთ ყველა შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ - ისინი ფინანსურად მომგებიანია.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ურთიერთობების განმტკიცებისთვის. გირჩევთ, პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ, საერთო პრობლემები და გეგმები განიხილოთ და გამოცდილება გაუზიაროთ. ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილეთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

მერწყული

ეცადეთ, სირთულეებს არ შეუშინდეთ, არ ინერვიულოთ და ოპტიმისტური განწყობა შეიქმნათ. შეგიძლიათ ფანტაზია გამოიჩინოთ და საყოველთაოდ მიღებული წესები დაარღვიოთ. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს, რაც შეიძლება თქვენთვის ცუდად დამთავრდეს.

თევზები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ, ამიტომ ბევრი საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ეცადეთ საკუთარი წარმატებებით არ იტრაბახოთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები