8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები და გეგმები გაუზიაროთ. საღამოს საკუთარი საქმეების გარდა, მეგობრების პრობლემებთან გამკლავებაც მოგიწევთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული საკითხების გადაჭრაში სიმტკიცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, გავლენიანი ადამიანები თქვენს მონდომებას შენიშნავენ და მოგებიან თანამშრომლობას შემოგთავაზებენ. ამ დღეს მაღაზიებში შესვლას უნდა მოერიდოთ - იმპულსურად შეძენილი, ძვირად ღირებული ნივთები იმედს სწრაფად გაგიცრუებთ.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელსაც ბედი გთავაზობთ. პრობლემის მიმართ არასტანდარტული მიდგომა და ტაქტი დაგეხმარებათ, საჭირო შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ. ეცადეთ, მარტო არ დარჩეთ და ბნელი აზრები უკუაგდოთ.

კირჩხიბი

ამ დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, მოქმედების მკაფიო გეგმა უნდა შეადგინოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის. სხვების რჩევებს ნაკლები უსმინეთ - დღეს ის სარგებელზე მეტად, ზიანს მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სრულ სიმშვიდეში გაატაროთ.

ლომი

დროა, სიტუაცია საფუძვლიანად შეისწავლოთ, პრიორიტეტები დასახოთ და საკუთარ მიზნებში მცირე შესწორებები შეიტანოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების აზრს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ და პრობლემების უმეტესობა თავისთავად მოგვარდება. ახალი საქმის დაწყებამდე საყვარელი ადამიანების თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ქალწული

თქვენი მიმდინარე ამოცანები გულმოდგინე შესწავლას და შესწორებას საჭიროებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და იმაზე იფიქროთ, რაც ნამდვილად გსურთ. 8 იანვარი კარგი დღეა სახლის დალაგებისა და უსარგებლო ნივთების მოცილებისთვის.

სასწორი

ეცადეთ, არ გადაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე სწრაფად აისახება. ახლა ავადმყოფობის დრო არ გაქვთ - ამ დღეებში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

მორიელი

დააკვირდით გარშემო განვითარებულ მოვლენებს - თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ. თუ შესაძლებელია, მანქანის მართვას და ხანგრძლივ მოგზაურობას ერიდეთ. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები იმედს გაგიცრუებთ, ამიტომ ჯობია კონტაქტები შეიზღუდოთ და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ.

მშვილდოსანი

ახლა ყველაზე მეტად პრობლემებისგან დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ხელსაყრელი დღეა შვებულების დაწყებისა და მოგზაურობისთვის. გაიხსენეთ საყვარელ ადამიანთან გულახდილად ბოლოს როდის ისაუბრეთ? იქნებ დროა, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიაროთ და სადავო საკითხები ერთად განიხილოთ?

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. სავარაუდოდ, მოქმედების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ახლო მეგობრებთანაც ურთიერთობაშიც კი შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას. ეცადეთ, თქვენი დიპლომატია გამოიყენოთ და კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

მერწყული

მოზღვავებული ენერგია და ოპტიმისტური განწყობა გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არ დაივიწყოთ, ხშირად დაისვენოთ და არ გადაიღალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ. ეცადეთ, ამ დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ.

თევზები

ამ დღეს ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა გიჭირთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ - მათი რჩევები აუცილებლად დაგჭირდებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები