ხორცით მოვაჭრეების ქმედებას, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კანონისაგან თავის არიდებად და ახირებად აფასებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი, გუშინ 3 მაისს მერიის წინ ხორცის მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე განცხადებულ მოთხოვნას, სადაც მათ ძველი წესით სურთ პირუტყვის დაკვლა, კანონისაგან თავის არიდებად და ახირებად აფასებს.
მირანგულა ლიპარტელიანი ასევე ამბობს, რომ პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლა აუცილებელია მომხმარებლის ჯანმრთელობის დასაცავად, რადგანაც ამ დროს ხდება რიგი დაავადებების პრევენცია.
„გადის დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ ვეტერინალურ ზედამხედველობას და სრული კონტროლის ქვეშ ხდება ცხოველის დაკვლა, შემდეგ ხორცის გაციება-გაგრილება და შემდგომ მისი რეალიზაცია.“ - მირანგულა ლიპარტელიანი
ხორცით მოვაჭრეები ასევე აცხადებდნენ, რომ მარნეულის სასაკლაოებში პირუტყვს ეგრედწოდებული „ჰალალის“ წესით არ კლავდნენ, რის გამოც სასაკლაოებში მათი საქონლის დაკვლას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მიუხედავად მოვაჭრეების მიერ გაკეთებული განცხადებისა აღმოჩნდა, რომ მარნეულში მოქმედი სამი სასაკლაოდენ ორში პირუტყვი სწორეს „ჰალალის“ წესით იკვლება. ეს სსაკლაოებია შ.პ.ს „ლაშარელა“ და შ.პ.ს „ალალი“.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები