თურქმენეთში ტუალეტის ქაღალდის დანიშნულებით პრეზიდენტის ფოტოიანი გაზეთების გამოყენება აკრძალეს.
თურქმენეთის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას ტუალეტის ქაღალდად ისეთი გაზეთების გამოყენება აუკრძალეს, რომელზეც პრეზიდენტია გამოსახული . წერს საინფორმაციო საიტი HABARTM

საინფორმაციო პორტალი ასევე წერს, რომ უბნის ინსპექტორები კერძო სახლებში დადიან და საპირფარეშოების ურნების შიგთავს ამოწმებენ. იმ შემთვევაში თუ დადგინდა, რომ გაზეთი არამიზნობრივადაა გამოყენებული ოჯახის წევრებს გაფრთხილება ეძლევათ.

ეკონომიკური მდგომარეობის გამო ოჯახების დიდი ნაწილი ტუალეტის ქაღალდზე ეკონომიის მიზნით გაზეთებს იყენებს. გაზეთების გამოწერა კი სავალდებულოა.

შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსებმა კომუნალური მეურვეობის წარმომადგენლებს დაავალეს, ასევე იპოვონ საყოფაცხოვრებო ნერჩენების საერთო ურნებში და მიკრო ნაგავსაყრელებზე პრეზიდენტის გამოსახულებით გამოყენებული გაზეთის ფურცლები.

იმ შემთვევაში თუ პრეზიდენტის გამოსახულებით ნაპოვნი იქნა გამოყენებული გაზეთის ნაწილები, გამოიძიონ გაზეთების მფლობელების ვინაობა და გადასცეს საქმე განყოფილებას. ამისთვის ყველა ნაგავსაყრელთან იქნება მიმაგრებული პერსონალური ზედამხედველი. დამნაშავის პოვნა არ იქნება რთული, რადგან ყველა გაზეთზე იწერება სახლის ნომერი და გამომწერის ვინაობა - წერს პორტალი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები