ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყება
დღეს, 6 ივნისს, ქვემო ქართლის გუბრნატორმა გრიგოლ ნემსაძემ საინფორმაციო კამპანიის შესახებ შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებას.

შეხვედრა ქალაქ რუსთავში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
გაიმართა.
კამპანიის მიზანია თითოეული მოქალაქესთვის, მისთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

გრიგოლ ნემსაძემ შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა და თქვა, რომ მათი ინიციატივითა და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით იგეგმება საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას სახელმწიფოს პროგრამებზე და სერვისებზე.


შეხვერდაზე დამსწრეებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს კამპანიის ფარგლებში საზოგადოების მხარდასაჭერად. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ამბოს, ჯანდაცის სამინისტრო მზადაა მოსახლეობას მათთვის მისაღებ ენაზე მიაწოდონ ინფორმაცია.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიდტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვიმა საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეაფასა და თქვა, რომ დაინტერესებულ და მომზადებულ პირების მისცემენ შესაძლებლობას, რომ მათთან დასაქმდნენ.


შეხვერადრას ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, მარიამ გვიდიანი, მარნეულის მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები