ხალხის აზრი მარნეულის მერის დაკავებაზე
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის ელჩინ ალახვერდივის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობს მერის დაკავებაზე ადგილობრივი მოსახლეობა ამისთვის კი ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენს კითხვებს თავი აარიდეს, რამდენიმე კი მერის დაკავებას პოლიტიკურ ნიშანს უკავშირებს.



შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი გუშინ 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები