ახლომაჰმუდლოს მოსახლეობას 10 დღე წყალი დაზიანებული მილის გამო არ ჰქონდა
სოფელ ახლომაჰმუდლოს მაცხოვრებლებს წყლის პრობლემა აქვთ. მათი თქმით, დაახლოებით 10 დღეა სოფელს წყალი არ აქვს.
სოფლის სასმელი წყალი შულავერში მდებარე წყალსაცავიდან მოდის. მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის სამსახურებს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

"ყველა ეზოში ონკანი არის, მაგრამ წყალი არ მოდის. რისთვის გააკეთეს ეს. რომ მოდის ის წყალიც არ ვარგა"-ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი
"კვირაში ერთხელ მოდის წყალი და ამით მოსახლეობა უკმაყოფილოა. ფულს ყველ უხდის არანაირი პრეტენზია არ გვაქვს გადახადზე". -ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი
"45 გრადუსი სიცხეა და წყალი არ არის. ხალხმა რა უნდა ქნას. თავიდან როცა ახალი გააკეთეს და მაშინ კარგად მოდიოდა მერე ნელ ნელა შემცირდა".


ახლომახმუდლოს მცხოვრები, 55 წლის ნუბარ ჰასანოვა ამბობს, რომ თავიანთ ხარჯზე ეზოში გააკეთეს ჭა და იმით სარგებლობენ. მისივე თქმით, ადრე ცოტა წყალი მოდიოდა, მაგრამ ბოლო დღეებში აღარ მოდის, რაც მათ ძალიან აწუხებთ.

"ადრე უფრო კარგად მოდიოდა წყალი. დღე არ მახსოს რომელი იყო. ბოლო პერიოდში არ მოდის. ჭა გვაქვს და მაგას ვიყენებთ. როცა ონკანიდან მოდის მაშინ მაგით ვსარგებლობთ. თუ მოვა კარგი იქნება რამდენიც დავხარჯეთ, იმავეს გადავიხდით"-ამბობს ნუბარი

მარნეულის „სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა რადიო „მარნეულს „ უთხრა, რომ იმ ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიუწოდებლობის მიზეზი მილებში არსებული პრობლემაა. ტერიტორია, სადაც ავარია მოხდა სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა და გრაფიკის მიხედვით მიაწოდება.

"წყლის მილებში პრობლემა იყო. 5 სოფელი ახლო მაჰმუდლო, არაფლო, იენიკენდი და კიდევ ორი იმირში არსებული წყლის ჭის უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული. იქაც და სხვანაგანც იყო დაზიანება". -ამბობს ნაბი აბდულაევი

ნაბი აბდულაევმა ისიც აღნიშნა, რომ 10 დღის განმავლობაში სოფელ იმირში აშენებული წყლის ჭის გამოყენება შესაძლებელი გახდება. შემდგომშ კი ახლომაჰმუდლო, არაფლო,იენიკენდი და სხვა სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების საათობრივი დამატება იგეგემება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები