მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კობახიძემ ნუცა მახვილაძის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა


ნუცა მახვილაძის სახელობის კონკურსში მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კობახიძე მონაწილეობდა. ამის შესახებ ეტალონი განათლების საიტი წერს
.

მან კონკურსში გაიმარჯვა და თბილისის მწვანე სკოლის სამწლიანი, 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა.
მარნეულის N6 საჯარო სკოლამ მოსწავლეს გამარჯვების აღსანიშნავად ემოციური პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„არის მოვლენები რომლებიც უნდა გიხაროდეს, უნდა მიულოცო, გაიზიარო, გაიხარო, მაგრამ არის მოვლენები, რომლითაც უნდა იამაყო და იამაყოს არა მარტო ერთმა ან ორმა, არამედ ყველამ ვისაც ოდნავ მაინც შეხება აქვს მოვლენის მოქმედ გმირთან!

სწორედ ეს გრძნობა და სიხარულია ჩვენთვის მარიკო შენი წარმატება! შენი წარმატება ბევრი ადამიანის კეთილსინდისიერი შრომის სათანადოდ შეფასება და დაფასებაცაა!!! გვიხარია, რომ შენი ნიჭი, შესაძლებლობები და ნამდვილი განსაკუთრებულობა სხვებისთვისაც ასეთი თვალსაჩინო და ხელშესახებია! გილოცავთ! ცოტა კი გვწყდება გული, რომ წახვალ, მაგრამ ყოველთვის „ჩვენი გოგო“ იქნები მაინც და ყველა შენს მომავალ წარმატებაში აუცილებლად მივისაკუთრებთ რაღაცა წვლილს“.

ფოტო აღებულია Tbilisi Green School - თბილისის მწვანე სკოლის Facebook გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები