ამირან გიორგაძეს საკუთრებაში მხოლოდ ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აქვს
2018 წლის 12 სექტემბერს ამირან გიორგაძის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, 2011 წელს მან სოფელ საიმერლოში 159 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1161 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო.

2009 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქ მარნეულში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი 9 000 ლარად შეიძინა.

ამირან გიორგაძე მისი ცოლისაგან განსხვავებით მოძრავ ქონებას არ ფლობს. იამზე გელაშვილის საკუთრებაში ორი მსუბუქი ავტომობილია, 2015 წელს 3 500 დოლარად შეძენილი TOYOTA IST და 2018 წელს 8 000 დოლარად შეძენილი TOYOTA Camry.

გიორგაძეს არც საბანკო ანგარიშზე და არც ნაღდი ფულის სახით თანხა არ აქვს.

ამირან გიორგაძე 16%-იან წილს შპს „მარნეულის ტრანსში“ ფლობს. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალის რაოდენობა 5 000 ლარია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები