გიგი უგულავა - დიდი ხანია ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო და დღეს დავინახეთ, უტიფარიც არის

დიდი ხანია ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, დღეს ასევე დავინახეთ, რომ სასამართლო არის უტიფარიც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განუცხადა.



უგულავა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებს.

„ეს პირველად არ გაუკეთებიათ, ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პილიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება. დღევანდელი დღე არ არის, მარტო დათო კირკიტაძის დაპატიმრების დღე. დღეს, ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებსაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო, თავზე კონსტიტუცია გადაახიო. ამავროულად ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში ადამიანებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და თუ „შეეტენები“ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაშინ იქნები კარგად.

ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ივანიშვილი ბოლომდე წელავს იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში“, - განაცხადა უგულავამ.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები