ახალ ბინებში გაზგაყვანილობის მონტაჟს მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიები შეძლებენ
ახალ ბინებში გაზგაყვანილობის მონტაჟს მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიები შეძლებენ - აღნიშნულს გულისხმობს ის ცვლილებები, რომლის შეტანასაც ეკონომიკის სამინისტრო ნორმატიულ აქტში გეგმავს .

კერძოდ, მიდის მუშაობა კომპანიების აკრედიტაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებაზე. ამასთან, მათივე ცნობით, ცვლილების შედეგად შესაძლოა, გაიწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც მემონტაჟე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ.

გარდა ამისა, სამინისტრო გეგმავს გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერებას და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გაზის კვალიფიციური კომპანიების მიერ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების მიმართულებით,
ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან, ასევე ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მომხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები