ვიდეო - სადგურზე მეორადების საწყობი იწვის
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაახლოებით დინამოს ბაზრობასთან მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია.

ამჟამად ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, მობილიზებულია 15-მდე სახანძრო მანქანაა.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები