10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს 13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც 13 წლის ბავშვს ფოტოების გადაღებას და მისთვის გაგზავნას სთხოვდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას",
- წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

კაცს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები