20 000 დოლარის ყალბი ფული გაასაღეს – საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის სამი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღეს 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული",
- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები