რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილები დაწვა
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცმა ავტომობილები დაწვა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 25 წლამდე კაცმა ცეცხლი კორპუსთან მდგომ "ოპელის" მარკის ავტომობილს წაუკიდა, შემდეგ კი "ვოლვოს" მარკის მანქანაზე გავრცელდა.

როგორც კაცის მეზობლები ამბობენ, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი მხრიდან ეს ხანძრის გაჩენის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ახალგაზრდა რუსთავის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ინფორმაციისთვის, დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. მან წლების წინ ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტს ცეცხლი წაუკიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები