თავისუფლების აღკვეთიდან მეოთხე დღეა, დაკავების
მიზეზები დაუდგენელია, სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობა არ
არსებობს, ასეთია სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი
სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხ მირტაღი ასადოვის
მდგომარეობა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7
ნოემბერს დააკავეს.