ეთნიკური უმცირესობების მიერ დაწესებული დღესასწაული, რომელსაც სახელი შეუცვალეს
დღეს, 26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში ყოფილი დღესასწაული „ელათი“ და ახლანდელი „დმანისობა“ აღნიშნეს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს დმანისობის მონაწილე აშუღმა ნარგილა მეჰდიევამ აღნიშნა, რომ დმანისში ამჟამად ელათის დღესასწაული თითქოს მივიწყებას მიეცა და აღარ აღინიშნება.

ნარგილა მეჰდიევა ამბობს, რომ ადრე ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან სტუმრები ჩამოდიოდნენ და ელათის დღესასწაულისადმი ინტერესი დიდი იყო. მაგრამ დღეს სადღესასწაულო განწყობა არ იგრძნობა. იგი ამ განწყობის და ინტერესის დაკარგვას ელათის დღესასწაულის სახელის შეცვლას და დმანისობის დარქმევის ამბავს უკავშირებს. ნარგილა მეჰდიევა ამბობს, რომ „ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართევლოს მოქალაქეები ვართ, მაგრამ როგორც ეთნიკური უმცირესობები უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურა, ეროვნული ღირებულებები.

„წელს ძალიან სამწუხაროა, რომ ელათში მოსულების რაოდენობა შემცირდა. მე მგონია, რომ ელათის დღესასწაულის სახელის შეცვლა და დმანისობის დარქმევამ გამოიწვია ეს. შარშან ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან სტუმრები იყვნენ, ამ წელს კი არავინ არაა. დღეს აზერბაიჯანული მუსიკა არ ისმოდა, სინამდვილეში მე ამის თანახმა ვარ. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი უფლებაა ერთობის, თანაბრობის სახელით ელათის დღესასწაული აღვნიშნოთ. მთელი თურქული სამყარო ამას აღნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ წელს ეს დღესასწაული მხოლოდ მე და ჩემმა სტუდენტებმა აღვნიშნეთ“ - გვითხრა ნარგილა მეჰდიევამ

ნარგილა მეჰდიევა ამბობს, რომ ცდილობს ყოველ წელს დმანისში ჩამოვიდეს და ეს დღესასწაული აღნიშნოს. მიიჩნევს, რომ ამას თუ ასაკოვანი თაობა არ აკეთებს, ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ და თავიანთი წეს-ჩვეულებები შეინარჩუნონ. მეჰდიევა ამბობს, რომ ეს ყველას უფლებაა, რათა წელიწადში ერთხელ საკუთარი ადათ-წესები და კულტურა წარმოაჩინონ.

„უფროსებისგან კი არა ,ახალგაზრდებისგან უნდა მოვითხოვოთ, რომ 26 ივლისი შეინარჩუნონ. მხოლოდ ჩემი აქტიურობით ეს არ მოგვარდება და თურქული სამყაროდან სტუმრები უნდა იყვნენ. მე ყოველ წელს სტუდენდებთან ერთად ჩამოვალ. სადაც ვცხოვრობ იქ ჩემი კულტურის შენარჩუნება ჩემი უფლებაა. მე თურქი ვარ! და მოვკდები როგორც თურქი!“ - ამბობს ნარგილა მეჰდიევა.

შეგახსენებთ, რომ ბორჩალოს თურქების „ელათის“ დღესასწაული 2009 წლიდან 26 ივლისს „ბორჩალოს“ საზოგადოებრივი გაერთიანების მიერ დაწესდა და ყოველ წელს იგივე თარიღით , იმავე ადგილას ტარდება. ელათის დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის „არმუდლუს ტბასთან“ ტარდება. დღესასწაულზე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან აზერბაიჯანელი თურქები ჩამოდიან და ელათის დღსასწაულზე ერთმანეთს ხვდებიან.

ამ დღესასწაულზე ხატვის გამოფენები, სპორტული გამოსვლები, კუთხეების წარმოჩენა და სხვა მრავალი აქტივობა იმართება. 2016 წელს ქვემო ქართლის გუბერნიამ და დმანისის უფროსობამ გადაწყვეტილება მიიღეს და ამ დღესასწაულის აღნიშვნა აიკრძალა. თუმცა რა მიზეზით, ეს კვლავ უცნობია.







ARMUDLU Kəndi - ELAT BAYRAMI VIDEO MÜƏLİF JOZEF ALEKSANDR SMİT


"Marneuli" radiosu
Print