მარნეულში "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
10:35 / 09.11.2018
დღეს, 9 ნოემბერს სოფელ ყიზილაჯილოში „სოკარის“
ბენზინგასამართი სადგურის ოფისი დააყაჩაღეს. შემთხვევა გამთენიისას,
04:00 საათზე მოხდა.
სოკარის თანამშრომლის თქმით, ყაჩაღობაში 3 პირი ფიგურირებს.
დამყაჩაღელებმა მინიანი კარი გატეხეს. შემთხვევის დროს ოფისში ორი
თანამშრომელი იმყოფებოდა. ყაჩაღებიდან ერთ-ერთ "სოკარის" თანამშრომელს
ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბენზინგასამართის თანამშრომელმა
თქვა, დაზიანება მსუბუქია და მას სამედიცინო დახმარება არ
დასჭირვებია.
ოფისიდან წარებულია ფული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.