კენან ომაროვმა მარნეულის მერის რანგში პირველი ქონებრივი დეკლარაცია
გამოაქვეყნა.
მარნეულის მერის მიერ 2022 წლის 28 მარტს გამოქვეყნებული დეკლარაციის
მიხედვით, ომაროვის საკუთრებაშია 100 993 კვ.მ მიწის ნაკვეთი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში, რომელიც მან 2016 წელს
ჩუქებით მიიღო. მარნეულის მერის საკუთრებაში ასევეა 2021 წელს
გამგეობის ცნობის საფუძველზე მირებული 2 677 კვ.მ მიწის ნაკვეთის 25%
სოფელ საბირკენდში.
მარნეულის მერის მეუღლემ სამირა ბალაქიშიევამ 2019 წელს ქალაქ
თბილისში მდებარე 80,7 კვ.მ ბინა 50 000 დოლარად შეიძინა. ბალაქიშიევა
ასევე თანამესაკუთრეა მარნეულიში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 196 კვ.მ
კომერციული ფართის. კენან ომაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
ბალაქიშიევას აღნიშნული ფართი 2017 წელს აჩუქეს. დეკლარაციაში
მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა.
გასული
წლის მსგავსად, ომაროვი და მისი მეუღლე კვლავ არ ფლობენ მოძრავ
საკუთრებას.
კენან ომაროვის მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
2021 წლის პირველი თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში მან მარნეულის
მერის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის სახით 26 222 ლარი და 46 თეთრი
აიღო.
რადიო „მარნეული“