მარნეულის მერი კენან ომაროვი უძრავი ქონების სახით სოფელ
საბირკენდში არსებულ 100 993 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც მან
2016 წელს ჩუქებით მიიღო.
კენან ომაროვის მიერ ჯერ კიდევ მარნეულის მერის მოადგილედ ყოფნის
პერიოდში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ომაროვი სხვა
სახის უძრავ ქონებას არ ფლობს, მაგრამ მისი მეუღლე ერთი კომერციული
ფართისა და ერთი ბინის მესაკუთრეა.
მარნეულის მერის მეუღლემ სამირა ბალაქიშიევამ 2019 წელს ქალაქ
თბილისში მდებარე 80,7 კვ.მ ბინა 50 000 დოლარად შეიძინა. ბალაქიშიევა
ასევე თანამესაკუთრეა მარნეულიში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 196 კვ.მ
კომერციული ფართის. კენან ომაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
ბალაქიშიევას აღნიშნული ფართი 2017 წელს აჩუქეს. დეკლარაციაში
მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა.
მარნეულის მერი და მისი მეუღლე მოძრავ საკუთრებას, ავტომობილს, არ
ფლობენ.
კენან ომაროვმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 23 მარტს შეავსო. იმ
პერიოდში ომაროვი მარნეულის მერის მოადგილე იყო, ხოლო 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ომაროვი მარნეულის
მერი გახდა.
რადიო „მარნეული“