"შეიძლება დაუკეტო ადამიანებს პირი, მაგრამ არ შეიძლება აუკრძალო ფიქრი" - ანა ფრანკის დღიურიდან
ხშირად, გოგონებს ოჯახის წევრები, მეუღლე ან მამა - ეუბნებიან, შენ არ უნდა გააგრძელო განათლება, გოგოს რაში სჭირდება განათლებაო?
ქალად ყოფნა არც ერთ საზოგადოებაში არ არის მარტივი... მეტ-ნაკლებად ყველგან, ქალად ყოფნა დაუსრულებელ ბრძოლას ნიშნავს. იმ საზოგადოებაში კი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბრძოლა ჩასახვიდანვე გვიწევს.