საზოგადოებაში ბევრი საკითხია განსახილველი ქალებთან და ქალთა
უფლებებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი მათგანია ის, რომ ქალი გარკვეული სირთულეების წინაშე დგას
სწავლის დამთავრებისა და გათხოვების შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ,
ბევრ ოჯახში არსებობს სხვადასხვა წინააღმდეგობა ქალების კარიერული
წინსვლის შესახებ, რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისის გარდა.
საკითხი სწავლის დამთავრებით არ სრულდება. ცხადია, ქალი სწავლობს, რომ
მიიღოს განათლება, რათა მიიღოს საზოგადოებაში შესაბამისი
პოზიცია,
ემსახუროს საზოგადოებას და წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. თუმცა,
რიგ შემთხვევებში ასე არ ხდება.
ამ თემასთან დაკავშირებით გამახსენდა საუბარი, რომელიც გულაბატ
დეიდასთან შეხვედრისას გვქონდა. ჩვენ ვსაუბრობდით, თან მაგარი ფერის
სამოვარის გემრიელ ჩაის სიმინდის მურაბას ვაყოლებდით.
„იცი, ჩემო შვილო, რომ გულაბატ დეიდაც სწავლობდა და
უმაღლესი განათლება აქვს მიღებული? მეც მაქვს დიპლომი. მაგრამ,
სამწუხაროდ, ეს დიპლომი წლების განმავლობაში ჩემოდანშია ჩაგდებული,
როგორც არასაჭირო ნივთი დოკუმენტებს შორის. არც ერთ დღეს არ
გამიმართლა, მემუშავა ჩემი საყვარელი პროფესიით. ჩემი ქმარი
უკმაყოფილო იყო ჩემი მუშაობით და სახლის უფროსებმა მისი მხარი
დაიჭირეს. შემდეგ ბავშვებსა და ოჯახზე ზრუნვა... წლები ასე გავიდა...
ეს წუხილი კი ისევ ჩემს გულშია. თქვენ უბრალოდ კი არ უნდა ისწავლოთ,
შვილებო, თქვენ უნდა იყოთ მამაცები, იბრძოლოთ ბოლომდე და ნახოთ თქვენი
შრომის ნაყოფი“, - თქვა გულაბატ დეიდამ.
დეიდას სიტყვებმა ღრმად დამაფიქრა. ეს არის დიდი უსამართლობა.
დაქორწინება არ ნიშნავს ყველაფრის ჩამორთმევას. რა თქმა უნდა, ქალი
დედაა, ის დიდ როლს ასრულებს ოჯახში, შვილების აღზრდაში, ბავშვი
იზრდება, ოჯახი ზრუნავს მასზე. ამასთან, ქალების სურვილები და
ოცნებები საზოგადოებისათვის ასევე გასათვალისწინებელია. ოჯახში ორივე
მშობლის მუშაობა დადებითად აისახება ოჯახზე როგორც ფინანსურად, ასევე
მორალურად. ოჯახში ორივე მშობლის შრომა ბავშვებში ქმნის თანაგრძნობას
მშობლების მიმართ, აღვიძებს მათში შრომისმოყვარეობის გრძნობას - ოჯახი
ხდება მთლიანი.
ქალები არ უნდა იყვნენ იზოლირებულნი საზოგადოებისგან. მოკლედ რომ
ვთქვათ, ქალი უნდა იყოს განათლებული და ემსახურებოდეს თავის ხალხს ამ
განათლებით. ქალის დიპლომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის და არა -
შესანახი ღირსშესანიშნაობა.
ავტორი: დილარა ტაჰმაზოვა
წყარო: ფანჯარა