მამედ ეფენდიევი აზერბაიჯანში გამართული კიკბოქსის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა
მამედ ეფენდიევი სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში სწავლობს, ის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მუჰამედმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის წლისთავისათვის მიძღვნილ კიკბოქსინგის შეჯიბრში გაიმარჯვა.

ეფენდიევის თქმით, უკვე 1 წელია რაც კიქბოქსინგით არის დაინტერესებული და რამდენჯერმე საქარველოში გამართულ შეჯიბრებებზეც გაიმარჯვა და დიპლომი მიიღო. ისი ამბობს, რომ აზერბაიჯანში საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ძალიან ბედნიერია.

„რა თქმა უნდა გამარჯვებამ ძალიან გამახარა. სკოლაში მსაწავლებლებიც დიდი სიხარულით შემხვდნენ. ვფიქრობ, რომ დიპლომით საქართველოში დაბრუნება დიდი ბედნიერებაა“ - გვეუბნება მამედი

WFMC-საქართველოს ორგანიზაციის წევრის და მამედ ეფენდიევის მწვრთნელის ნამიგ საფაროვის თქმით აზერბაიჯანში ჩატარებულ შეჯიბრზე მოსწავლეების გამარჯვება მას ძალიან ახარებს. იგი ამბობს, რომ შეჯიბრზე მონაწილე მისი მოსწავლეები მამედ ეფენდიევი, სუბჰან ალეკბეროვი, აკშინ კასუმოვი და რევან მამედოვი იყვნენ. საფაროვის სტუდენტებიდან სამი პირველი ადგილის, ხოლო ერთი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

„ეს ისეთი სიხარულია რომ ვერ გამოხატავ. მუშაობის შედეგის ნახვა საინტერესი იყო. ძალიან გამიხარდა, ამას მხოლოდ მასწავლებელი თუ მიხვდება“ - ამბობს ნამიგ საფაროვი

საფაროვმა ისიც აღნიშნა რომ 22 დეკემბერს მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩატარებულ შეჯიბრს დაესწრებიან.

რადიო „მარნეული“






"Marneuli" Radiosu



Print