საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს
სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაღი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს. სამი დღეა, რაც ადვოკატის და ბრალის წაყენების გარეშეა.

შეიხი მირტაღი ასადოვი 7 ნოემბერს აზერბაიჯანში მიემგზავრებოდა, რა დროსაც აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ის დედაქალაქში, ბაქოში გადაიყვანეს.

ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა მირთაღის დაკავების მიზეზი არ იციან. მასთან არც ადვოკატს უშვებენ. როგორც ოჯახის წევრებს აზერბიჯანის სამართალდამცველებმა განუცხადეს, ასადოვი ამ ეტაპზე დაკითხვაზე იმყოფება.


რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით , მასთან 9 ნოემბერს საქართველოს საელჩოს ატაშე იყო შესული.
10 ნომებერს არასამთავრობო სექტორი მომხდარ ფაქტზე ბრიფინგს გამართავს.

როგორ ცნობილი გახდა, ასადოვმა ერთ წელზე მეტია, რაც აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარი თქვა. მისი ოჯახი აზერბიჯანში ცხოვრობს და წელიწადში რამდენჯერმე უწევს საზღვრის გადალახვა.

თუ რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, ასადოვის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ. შესაძლოა, მისი დაკავება საქართველოში შეიიტი მუსლიმების უფლებების და რელიგიური კონფესიების თანაბარუფლებიანობისთვის ბრძოლას უკავშირდებოდეს.

საქართველოში შეიხი მირტაღი ასადოვი სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარეა.

მან გამოხატა პროტესტი საქართველოში არსებული მეჩეთების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე. კონკრეტულად კი მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთზე.

ასევე, მირტაღი ასადოვი აპროტესტებს საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის მხოლოდ სამუფთო სამმართველოზე გავრცელებას.

სადავო და ღია პრობლემად ასახელებს „„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“თავმჯდომარე იმას, რომ რელიგიურ სამმართველოში არ არის გამიჯნული შიიტების და სუნიტების ინსტიტუცია. 

რაც მისი აზრით, დოქტრინული პრობლემაა.




"ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული უფლებები ახლა გადანაწილდა" - შეიხ სეიდ მირტაგი ასადოვი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ




რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები