მესაფლავეები, რომლებმაც ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ
მესაფლავეები, რომლებმაც საფლავის გათხრის დროს ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ. მათ გამოძიება სხვისი ქონების დაუფლებას ედავება, რადგან მესაფლავეებმა სამუშაოების დროს მიწის სიღრმეში აღმოჩენილი ვერცხლისა და ოქროს მონეტები ქუთაისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს და აღებული 11 ათასი ლარი გაიყვეს.

შემთხვევა სამეგრელოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ რომ აღმოჩენილი ნივთები ისტორიული იყო და რომ ის არათუ ლომბარდში უნდა ჩაებარებინათ, არამედ უნდა მუზეუმში მიეტანათ.

აღმოჩენილი ნივთების ნაწილი გამოძიების ფარგლებში პოლიციას დალუქული აქვს.
წყარო: rustavi2
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər