ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
15:39 / 11.02.2019
13 წლის მოზარდის
მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების
იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით,ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის
შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს.
უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში
გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს
გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და
დახმარება ესაჭიროებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში
ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.