შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში, სოფელ ატენში პოლიციამ 8
პირი დააკავა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მათგან 6-ს
ბრალი სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით წარედგინა, რაც ხე-ბუჩქნარის
უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.
2 პირი პოლიციამ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის
ადმინისტრაციული წესით დააკავა.