მარნეულში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით დროშები გამოფინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტი ევროპის კვირეულს უერთდება. კვირეულის აღსანიშნავად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ცენტრალურ ქუჩებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინა. მარნეულის მერია სურათებს სოციალურ ქსელ, ფეისბუქზე ავრცელებს.



ევროპის დღე მასშტაბურად აღინიშნება 11 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, სადაც სხვადასხვა აქტივობასთან ერთად წარმოდგენილი იქნება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ დაფინანსებული თოჯინური სპექტაკლი "ლუნა
და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით დაიდგა.

რეჟისორი: ტატო გელიაშვილი; პიესის ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დათო გორგილაძის ტექსტის მიხედვით.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər