„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ თავს დაესხნენ - ჩიქოვანი ნაცემია
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი ამბობს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ის ნაცემია და დასისხლიანებული აქვს სახე.

„ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ... „ქართული ოცნება“ დასრულდება - რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს“,
- თქვა ჩიქოვანმა „TV პირველის“ ეთერში საუბრის დროს.

დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია
„ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər