მარნეულის მერია 9 მაისისთვის ყვავილებს გამარტივებული წესით შეისყიდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 9 მაისის აღსანიშნავად ყვავილებს გამარტივებული წესით შეისყიდის. მარნეულის მერიასა და ხათუნა ფალავანდიშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ ცოცხალი ყვავილების თაიგულსა და 20 წითელ მიხაკს შეიძენს.

„მოგეხსენებათ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი მოვლენა.
საქართველოდან წასული, ათიათასობით მეომარი ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს, რომლებმაც
კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე.
მებრძოლთაგან ბევრი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო დაბრუნებულთაგან უმეტესობა ჩვენს გვერდით აღარაა.
მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი „კიდევაც დაიზრდებიან“ შევამკოთ ცოცხალი ყვავილების გვირგვინით და ცოცხალი ყვავილებით (20 ცალი მიხაკი)“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 9 მაისის აღსანიშნავად ყვავილებს 560 ლარად შეიძენს. ერთი ცოცხალი ყვავილების თაიგულის ფასი 500 ლარია, ხოლო 20 ცალი წითელი მიხაკის ღირებულება 60 ლარი.

რადიო „მარნეული“

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər