ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის
გასაღებისთვის სამი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულებმა, უკანონო
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღეს 19 900 აშშ
დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე
შემთხვევაში ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4
ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიების
პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა
ამოღებული", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.