მარნეულის სამ სოფელში ახალი წყლის საქაჩი ტუმბოები 10 807 ლარად დაამონტაჟეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამ სოფელში სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოს შესაძენად გამარტვიებული შესყიდვა შპს „პნ PN”-თან გააფორმა. მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, სოფელ წერაქვში, ცოფსა და გიულბახში სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოები მწყობრიდან იყო გამოსული და შეცვლას საჭიროებდა.

„მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 04 აპრილის წერილით მოგვმართა ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, ასევე სოფელ წერაქვის მაცხოვრებლებმა კოლექტიური განცხადებით,
რომლითაც გვატყობინებენ, რომ სოფელ წერაქვში, სოფელ ცოფში და სოფელ გიულბახში მდებარე სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოები გამოსულია მწყობრიდან, ამის გამო აღნიშნული სოფლების მოსახლეობას არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, ითხოვენ შესაბამის ღონიძიებების გატარებას.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი სამსახურის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკითხი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სოფელ წერაქვის, სოფელ ცოფის, სოფელ გიულბახის სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოები გამოსულია მწყობრიდან და შეკეთებას არ ექვემდებარება, საჭიროა აღნიშნული სოფლებისთვის ახლი წყლის ტუმბოების შეძენა“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსნებით ბარათში

მარნეულის მერიამ სამ სოფელში სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოს შესყიდვისათვის 10 807 ლარი და 67 თეთრი გადაიხადა.

შპს „პნ PN”-თან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 26 აპრილამდე შეასრულა და სოფლებში სასმელი წყლის საქაჩი ახალი ტუმბოები უკვე დამონტაჟებულია.

რადიო „მარნეული“


„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024