მარნეულის საკრებულომ სამი მიწის ნაკვეთის 15 წლით გასხვისებას დაუჭირა მხარი
დღეს, პირველ მაისს, მარნეულის საკრბეულომ სამ მოქალაქეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 15 წლის ვადით უსასყიდლოდ გადასცა. მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთ მოქალაქეს მიწის ნაკვეთი სოფელ წერეთელში გადაეცა, ხოლო სოფელ ქეშალოში მიწის ნაკვეთი ორ მოქალაქეს გადაეცა.

„ითხოვენ თანხმობას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 83.04.14.121, 15 წლის ვადით იჯარის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით დავით შუბითიძისთვის
გადაცემის მსუბუქი კონსტრუქციის დადგმის ნებართვით“.
- განაცხადა საკითხის მომხსენებელმა გივი გიორგაძემ

მარნეულის საკრბეულოს სხდომაზე სოფელ წერეთელში 300 კვ.მ მიწის 15 წლის ვადით გასხვისებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ. საკრებულომ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე ასევე დადებითად მიიღეს გადაწყვეტილება სოფელ ქეშალოში 30-30 კვ.მ მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებითაც, რომლებიც ელდანიზ იუსუბოვსა და გალამ გალანდაროვს 15 წლის ვადით გადაეცა.

„აღნიშნულ ორივე ნაკვეთზე დგას სარწყავი წლის სატუმბო სადგური, ნასოსი სარწყავი წყლისთვის და მოსახლეობამ შეუფერხებლად რომ მიიღოს წყალი გვსურს, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება“. - განმარტა მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ სოფელ ქეშალოში მიწის ნაკვეთების გასხვისების ერთადერთი მიზანი სოფლის მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფაა.

რადიო „მარნეული“

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər