REUTERS-ის წყარო: იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია ავარიის ადგილიდან შემაშფოთებელია
ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი გადაჰყვდა, ჩამოვარდა, – ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ძებნის ღონისძიებებს წვიმა, ტალახი და ღამე ხილვადობის პრობლემა ართულებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოდის ავარიის ადგილიდან, ძალიან შემაშფოთებელია”, – ამის შესახებ REUTERS-თან საუბრისას ირანის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

ირანის უმაღლესი ლიდერი, აითოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს ილოცონ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთვის.

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. ებრაჰიმ რაისმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირან-აზერბაიჯანის საზღვართან „ხუდაფერინის“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნეს.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər