სოფელ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია 211 427 ლარადაა დაგეგმილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ყიზილაჯლოში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული შენობის ორვიე სართულს, სახურავს, ეზოსა და ღობეს.

„ობიექტის რეაბილიტაციის დაწყებამდე აუცილებელია დაშლითი სამუშაოების ჩატარება, სამშენებლო ნარჩენების გატანა.
ძირითადი სამუშაოები მოიცავს შემდეგ ეტაპს. შენობის შიდა ღობის ამოშენება, შენობა ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო კომუნალური ქსელის მოწყობა მოიცავს: ელ.სამონტაჟო, კარ-ფანჯრების მოწყობა, შიდა მოპირკეთება - კედლები, იატაკები, ჭერები, მოაჯირები“
.
- აღნიშნულია სოფელ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პროექტში

მარნეულის მერია ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაში 211 427 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 17 აპრილს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარგენა 3-დან 8 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაობი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეასრულოს.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər