მარნეულის ტელევიზიას ახალი მფლობელი ჰყავს
25 წლის შემდეგ, მარნეულის ტელევიზიას ახალი ადამიანები უხელმძღვანელებენ. ტელევიზიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებით დასტურდება, განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული და ცვლილებები შესულია მარნეული TV-სა და მარნეულის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც.

მარნეულის ტელევიზიის ახალი მფლობელი ზაზა ბაბლუანია, ხოლო ტელევიზიის დირექტორი ზვიად კეჭაყმაძეა.

ზაზა ბაბლუანმა და ზვიად კეჭაყმაძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ მუშაობენ ტელევიზიის განვითარების გეგმასა
და ხედვებზე. აცხადებენ, რომ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა სიახლეებს შესთავაზებენ მარნეულის ტელევიზიის მაყურებლებს.

ტელევიზიის მფლობელი, 25 წლის განმავლობაში, შალვა შუბლაძე იყო. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შალვა შუბლაძე აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მარნეულის ტელევიზიის გასხვისება.

„პირდაპირ გეტყვი, სტალინი ხომ არ ვარ - 25 წელია მარნეულში ვარ და ასე, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ჟამი და მე სხვა, დიდ ავიაციაში, გავავდივარ ასე ვთქვათ. ყველაფერს თავისი ჟამი აქვს, არ შეიძლება რომ ერთი და იგივე ადგილას იყო დიდხანს, მითუმეტეს დამფუძნებლად. ცხოვრება უნდა შეცვალო, ასე რომ ეს ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ახალი სისხლია საჭირო, სიახლეები - მეც ცოტა ასაკიც მომემატა და ასე, რომ ახალგაზრდობას უნდა დავუთმოთ ასპარეზი, რომ ყველაფერი იყოს ჰარმონიულად“. - აცხადებს შალვა შუბლაძე

მარნეულის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი განმარტავს, რომ ტელევიზიის გასხვისებაზე ბევრს ფიქრობდა და ეს გადაწყვეტილება მისი კოლეგებისათვის მოულოდნელი არ ყოფილა. აცხადებს, რომ მარნეულის ტელევიზია კარგ მფლობელს გადააბარა, რომელიც მის უკეთ მუშაობას უზუნველყოფს.

ტელევიზიის ვებგვერდზე არსებული ინფრმაციის მიხედვით, მარნეულის ტელეკომპანია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული ტვ“ 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა. ტელევიზია მარნეულში შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებად რეგისტრაციამდეც მუშაობდა. მას შალვა შუბლაძე 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რადიო „მარნეული“


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər