უქმე დღეებში საბაჟო ჩვეულებრივად იმუშავებს, ზოგი მომსახურების ტარიფი გაორმაგდება – შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით:
  • 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
  • 7, 8 და 10 მაისს, გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები არ გაორმაგდება/არ გაიზრდება.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში [3-6 და 9
მაისს] საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური, საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილების შესაბამისად გაორმაგდება/გაიზრდება.

  • ამასთან, 2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
„გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას. ამასთან, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე CLOAKING “ , – აცხადებს შემოსავლების სამსახური.


საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა: 
წყარო: batumelebi.netgazeti.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər