ივანიშვილი Credit Suisse-ს ჟენევის სასამართლოშიც უჩივის - კიდევ რა თანხას ითხოვს მილიარდერი
ბიძინა ივანიშვილმა ჟენევის სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ 200 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (220 მილიონი დოლარი) მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. მიზეზი არაკეთილსინდისიერ მოვაჭრესთან დაკავშირებული სკანდალია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ეს მილიარდერის დამატებითი პრეტენზიებია, გარდა იმ 1,34 მილიარდი დოლარისა, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში აიღო.

საქმე Credit Suisse-ს ყოფილი ბანკირის, სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ეხება, რომელიც 2018 წელს თაღლითობის გამო იქნა გასამართლებული. ცნობისთვის ლესკოდრონი სხვა კლიენტების პორტფელებზე მზარდი ზარალების დასაფარად თანხებს ივანიშვილის ანგარიშიდან იღებდა.

როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჭირო თანხა ბერმუდისა და სინგაპურში მოგებულ ფულს ემატება. 2022
წელს, ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ს შესაძლო ზომების მიუღებლობისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. გასულ წელს სინგაპურის სასამართლომ წინა თანხას 742 მილიონი დოლარი დაამატა. ბანკი, რომელიც ახლა UBS-ს ეკუთვნის, არ ეთანხმება არცერთ გადაწყვეტილებას და ითხოვს მათ ხელახლა განხილვას.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ლესკოდრონის უფროსებმა ან იცოდნენ მისი სქემების შესახებ, ან აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. ბანკი კი ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და დანაშაულის შესახებ არც თანამშრომლებმა იცოდნენ,- წერს Bloomberg-ი.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər