თაზაქენდში სოფლის კრება განმეორებით 25 თებერვალს გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში საერთო კრება განმეორებით 25 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ავრცელებს.

სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში შეხვედრა მოსახლეობასთან 12:00 საათზე გაიმართება. პირველი კრება სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ თაზაქენდში 14 თებერვალს გაიმართა, თუმცა მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობის გამო კრება ჩაშლილად გამოცხადდა. თაზაქენდისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის კრებები მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელდება. საერთო კრება 23 თებერვალს ექვს სოფელში, ქუთლიარში, ბაიდარში, დიდ მუღანლოში, ხოჯორნში, გიულბაღსა და წოფში ჩატარდება.

  • ქუთლიარი ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - 2 3 თებერვალი 1 2 :00სთ
  • ბაიდარი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2 3 თებერვალი 11 :00 სთ
  • დიდი მუღანლო – სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2 3 თებერვალი 1 3 :00 სთ
  • ხოჯორნი სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ხოჯორნი; ბრდაზორი) - 23 თებერვალი 11:00 სთ
  • გიულბაღი,სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 23 თებერვალი 12:00 სთ
  • ცოფი–სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 23 თებერვალი 13:00 სთ

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია (სურათი გადაღებულია სადახლოში გამართულ სოფლის კრებაზე)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები